...ვიხილოთ, თუ რას იტყვის, ანუ რომელთა საქმეთათვის, ნუუკუე უნდოსა რასმე სიტყვასა და მეთევზურობისათჳს და საქმეთა სოფლისათა, რამეთუ ესე არიან სიტყვანი მეთევზურთანი, გარნა ამან არცა ერთი თქუა ამათგანი, არცა გუესმა ესევითარი რაჲმე მისგან, არამედ გუესმნეს მის მიერ სიტყუანი ზეცისანი, რომელნი არავინ სადა ცნნა უწინარეს მისა რამეთუ ესევითართა სწავლათა მაღალთა მოსრულ არს აწ თქმუად ჩუენდა, ვითარ ჭეშმარიტად საუნჯეთაგან სულისა წმინდისათა, ვითარმცა აწ ოდენ მოსრულ იყო ზეცით და უფროისად ცათა შინა მყოფთაცა ყოველთავე არა უწყოდეს ესე, ვითარცა ზემო ვთქუთ. აწ უკუე ესე არიან სიტყვანი მეთევზისანი? ანუ მრავლისმეტყველთა ამათ რიტორთა თქვეს სადა ესევითარი რაჲმე, ანუ ფილოსოფოსთა და სიბრძნისგამომეტყუელთა? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე საქმე არა კაცობრივსა ბუნებისაჲ არს უხრწნელისა მისთჳს და ნეტარისა ბუნებისა ესრეთ სიბრძნისმეტყველებაჲ და ძალთა მათთჳს და გარემო მისა მდგომარეთა უკვდავებისათჳს და ცხოვრებისა საუკუნოისა, ბუნებისათვის ხორცთაჲსა მოკვდავთა და უკანაჲსკნელ უკვდავ-ყოფადთა, სატანჯველისათჳს და საუკუნოჲსა სამსჯავროჲსა და საშჯელთა მათთჳს ყოფადთა, სიტყუათთჳს და საქმეთა და გულისზრახვათა, და თუ რაჲ არს ჭეშმარიტად კაცი და, რაჲ არს სოფელი, ანუ რაჲ არს ჭეშმარიტად კაცი და რაჲ არს რომელს, ეგონოს, ვითარმედ კაცი არს და იგი არა იყოს, ანუ თუ რაჲ არს უკეთურება და რაჲ არს სათნოებაჲ. რამეთუ ამათგანი რომელიმე გამიძიეს პლატონ და პითადორა ფილოსოფოსთა, რამეთუ სხუათა მათ არცა ვახსენებ ფილოსოფოსთა, არამედ, ვინაითგან თავნი ესე მათნი ესრეთ გამოიჩნდეს სხუათათვის რაჲ სთქუა? რამეთუ იქმნნეს ესენი საცინელ და საკიცხელ, ვითარცა ყრმანი მცირენი, რომლეთა ინებეს აღწერად სიტყუათა სწავლისათა და ყოველი საძაგელებაიჲ მათ წინა დააწესეს, ხოლო სულისათჲს თქუეს, - გარნა ვითარ მიგითხრა მათი იგი ამაოებაჲ რაოდენნი გმობანი წარმოთუნეს? – რამეთუ მუმლად და ბუზად და ძეძუად უწოდდეს სულსა კაცისასა ყოფად და ღმერთსა ჰგმობდეს და არა ესე ოდენ არს მათი საცინელ, არამედ ესეცა, რომელ ვითარცა ზღუასა შინა მღელვარენი, ვეროდეს დგანან ერთსა, სიტყუასა ზედა, არამედ სხუად და სხუად იქცევიან ცთომილთა გონებათაგა. გარნა მეთევზური ესე არა ესრეთ არს, არამედ ყოველსავე მტკიცედ იტყჳს, და ვითარცა კლდესა ზედა დამყარებული, არასადაჲთა შეირყვის, რამეთუ უხილავთა მხილველ იქმნა და ყოველთა მეუფჱ აქუნდა თავსა შორის თჳსსა მეტყუელად და ამისთჳს არა კაცობრივი იყო მის თანა, არმედ ყოველივე საღმრთოჲ. ხოლო იგინი ვითარცა კაცი, რომელი არასოდეს წინაშე მეფისა მოსრულ არნ, არამედ გარე სოფლებსა შინა იქცევიან და ინების თქმუად საქმეთათჳს პალატისათა, ესრეთვე იგინი შესცთეს, ვინაჲთგან უხილავთათჳს ინებეს თქმუად და ცთომასა მას შინა ურთიერთას წინააღუდგებიან, და არა ურთიერთას ოდენ, არამედ თავსა თჳსთაცა... ...ხოლო ბოროტთა მათ და ბილწთა ფილოსოფოსთა აღწერილი და გამოთქმული წარწყმდა, ვითარცა ბუდე დედაზრდლისაჲ, ანუ ვითარცა კუამლი და აჩრდილი უჩინო იქმნა სამართალდ, რამეთუ ეშმაკნი იყვნეს მომაგონებელ მათდა. ამისათჳსცა ბილწებისა მის და საძაგელებისა თანა სიბნელეცა და უცნაურებაჲ სიტყვათაჲ მათ ფრიად არს. რამეთუ რაჲმცა იყო უსაკიცხლეს მათსა? და დაჯდის ერთი მათგანი და თავსიდვის შრომაჲ მრავალი და ცუდი და აღწერნის რიცხჳთ სიტყუანო ურიცხონი და იტყჳნ: მნებავს გამოჩინებად, თუ რაჲ არს სიმართლე, და არა ოდენ მრავალ იყვნენ სიტყუანი იგი, არამედ განუგონებელცა. დაღაცათუმცა კეთილსა რასმე აღსწერდა, ფრიად საწყინოვემცა იყო და უჴმარ კაცთა შორის. ვითარ ისწავამცა იგი მჭედელმად, ანუ მუშაკმან, ანუ ხურიმან ანუ მენავემან, გინათუ სხვამან ვინმე ესევითარმან? დაუტევოს ჴელოვნებაჲ თჳსი, რომლისა საზრდელი ჴელთსაქმრისა თჳსისაგან მოირეწვის და წარვიდეს, მრავალ წელ ისწავლიდეს, რაჲთა უძლოს გულისჴმისხოფად სიტყათა და ცნას, თუ რაჲ არს სიმართლე? ანუ არა პირველ სწავლისა მი შიმშილითა მოსწყდესა? და ვერცა სწავლაჲ იგი სრულყოს, ვერცა სხუაი რაი კეთილი ისწავოს, არამედ ცხორებისაგანცა დააკლდეს... ...ხოლო ამაოთა ამათ ფილოსოფოსთა თქმულნი, ვითარცა სამარენი არიან გარეთ შემკილნი და შინაგან სიმყრალითა სავსენი უკეთუ სიტყუათა შეწყობილებაჲ აღიღო, იხილო მუნ ფრიად სიმყრალჱ საქმეთაჲ და საძაგელებაჲ ურიცხჳ; და უფროჲსად, რაჟამს სულისათჳს იტყოდიან და უზომოდ პატივ-სცემენ მას და მერმე მოიქცევიან და ჰგმობენ მას. რამეთუ ესრეთ არს ეშმაიკისა საბრჴჱ, რომელ არასადა უტეობს საზომსა ზედა დაგომად, არამედ ანუ უზეშაეს ზომისა აღამაღლებს, ანუ უზეშთაეს ზომისა დაამდაბლებს მორჩილთა მისთა. არამედ ჩვენ დაუტევნეთ მათთა საქმეთა ბილწებანი, რამეთუ ესეცა, რომელ ვთქუთ, მათთჳს უხმარვე იყო, გარნა რაჲთა სცნათ მათი იგი ბილწებაჲ...
|