QUTAISO.TK
მთავარი |
 
ოთხშაბათი, 27.11.2024, 10:43
| RSS
...
>
მთავარი » 2012 » მარტი » 27 » ივერიის ღვთისმშობლის ხატის ისტორია
12:25
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ისტორია
ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, იგივე Panagia Portaitissa (ბერძნ. παναγια πορταιτισσα „კარის მცველი", „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი", „პორტაიტისა") ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატი. მდებარეობს საბერძნეთშიათონის მთაზე არსებულ ივერიის მონასტერში. ათონის მთაზე ხატი 999 წლიდან იმყოფება. ეკლესიის გადმოცემის თანახმად ხატი დაწერილია წმ. ლუკა მახარებლის მიერ. მრავალ დაფიქსირებულ სასწაულთა საფუძველზე ხატი აღიარებულია, როგორც ”სასწაულთმოქმედი”. ივერიის ღვთისმშობლის ხატი მიეკუთნებაოდიგიტრიას (ბერძ. Όδηγήτρια - გზის მაჩვენებელი) ოჯახს. ხატზე ღვთისმშობლის სახეს ამჩნევია ნაიარები. ივერიის ხატი 27 აპრილს გამოჩნდა და დღესასწაული ათონზე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათსაა დადგენილი. ამ დროს წმინდა ხატით ლიტანია იმართება ზღვის სანაპიროზე, სადაც ქართველმა განდეგილმა ბერმა გაბრიელმა გამოაბრძანა იგი და ლიტურღია აღესრულება. წმინდა ეკლესია, ათონელთა მიხედვით, სასწაულმოქმედი ხატის ხსნებას დღესასწაულობს 12 თებერვალს31 მარტს12 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. 

ისტორია 

ისტორიული წყაროების თანახმად ბიზანტიის იმპერატორ თეოფილეს (829842) მმართველობის დროს დაიწყო ე.წ. ხატმებრძოლეობა. ამ პერიოდში ხატთა თაყვანისმცემლებს აწამებდნენ, ხოლო თავად გამოსახულებებს იღებდნენ ტაძრებიდან და წვავდნენ. ამ დროისათვის, ნიკეის ახლოს - საკუთარ სახლში ერთი მდიდარი და ღვთისმოსავი ქვრივი ცხოვრობდა. მას ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი, რომლის მიმართაც უდიდეს სასოებას განიცდიდა. ქვრივმა მისთვის განსაკუთრებული სამლოცველო მოაწყო და ყოველგვარი ცხოვრებისეული განსაცდელის ჟამს მხურვალე ლოცვით მიმართავდა. თეოფილე ხატმებრძოლმა მსტოვრები გაგზავნა ბრძანებით, რომ ხატები ყველგან გაენადგურებინათ. ისინი ნიკეელ ქვრივთანაც მივიდნენ და როდესაც ღვთისმშობლის ხატი იხილეს, მისი შემუსვრა მოინდომეს. მაგრამ ქვრივმა დაარწმუნა, რომ სიწმინდე დილამდე მასთან დაეტოვებინათ, თან დაჰპირდა, რომ ამ დროისათვის მათ მიერ მოთხოვნილი თანხის მნიშვნელოვან ნაწილს მოამზადებდა. მტრები განშორდნენ, მაგრამ ერთმა მათგანმა მახვილი სცა ხატს და იმ წამს ღვთისმშობლის სახიდან, როგორც ცოცხალიდან, სისხლი გარდამოვიდა. ქვრივი ვაჟთან ერთად სამლოცველოში მივიდა და წმინდა ხატის წინაშე ცრემლითა და მეტანიებით დიდხანს ლოცულობდა. მან გადაწყვიტა, რომ კადნიერთა შეურაცხყოფისაგან დასაცავად წმინდა ხატი ზღვის სანაპიროზე წაეღო. იქ მიწაზე დაემხო და ევედრა ღვთისმშობელს, ეხსნა იგი მეფის რისხვისა, ხოლო თვით ხატი - ზღვაში დანთქმისგან. ამის შემდეგ, იგი ემთხვია ხატს, ზღვაში შეაცურა და დიდად გაახარა იმის დანახვამ, რომ ის წყალზე კი არ დაეცა, არამედ ტალღებზე ვერტიკალურად აღიმართა და დასავლეთისაკენ გასცურა.

ღვთისმოსავმა ქვრივმა მადლობა შესწირა ღმერთს და შვილი დაარწმუნა, რომ ხატმებრძოლთა დევნას საბერძნეთში განრიდებოდა. მან ყურად იღო დედის რჩევა, ლოცვა-კურთხევა გამოითხოვა მისგან და თესალონიკში წავიდა, აქედან ათონზე გადასახლდა და ბერად აღიკვეცა. ათონელმა მეუდაბნოეებმა მისგანვე შეიტყვეს, რომ ქვრივმა ხატი ზღვაში ჩაუშვა.

არავინ იცის, სად და რამდენ ხანს იყო დაფარული წმინდა ხატი. უკვე ნიკეელი ბერის გარდაცვალების შემდეგ ივერიის სავანიდან, რომელიც 896 წელს იყო დაარსებული და სახელი სამი წარჩინებული ივერიელის საპატივცემულოდ ეწოდა, საღამო ხანს ზღვაზე ბერებმა შენიშნეს ცეცხლის სვეტი, რომლის წვერო ცას იყო მიწვდენილი. ხატი კვლავ გამოჩნდა 999 წელს ათონის მთისაღმოსავლეთ სანაპიროსთან. აღდგომის მარხვის დროს ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბწყინავდა ღამის წყვდიადში და არ ქრებოდა დღის შუქზე. ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებზე მდგომი ღმრთისმშობლის ხატიდან. ბერები შეეცადნენ ნავით მიახლოებოდნენ ხატს, მაგრამ ხატი მათ განეშორა. ივერთა მონასტერში ბერებმა დაიწყეს გამუდმებული ლოცვები. რამდენიმე კვირის შემდეგ ხატი ნაპირზე გამოაბრძანა ქართველმა გაბრიელ ბერმა, რომელმაც, სასწაულებრივად ზღვაზე ფეხით გაიარა. ეს ამბავი მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. სამი დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, კათოლიკონში, და დააბრძანეს საკურთხეველში. მეორე დღეს, ცისკრის ლოცვის წინ კანდელების ასანთებადეკლესიაში შესულ ბერს ხატი ადგილზე აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლად უწინდელ ადგილას დააბრუნეს. სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს ღმრთისმშობელი ძილში გამოეცხადა გაბრიელ ბერს და აუწყა: „გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიც და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქვენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა". მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება „პორტაიტისად" ანუ „კარიბჭის მცველად". ღმრთისმშობელმა ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად და მიტომ ხატს ასევე ეწოდება „ივერიის ღმრთისმშობელი". ხატის წინ ჰკიდია დიდი, ვერცლის ან მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ქაიხოსრო ჯაყელის საფასითა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით ქართველ 



კატეგორია: †სტატიები† | ნანახია: 735 | დაამატა: amiko | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024Website builder - uCoz